ფეხბურთი

17:38 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაში: "ფიფამ ყველა ტურნირზე 10-ნომრიანი მაისური უნდა გააუქმოს"

ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ფიფას მიმართავს, რომ 10-ნომრიანი მაისური ყველა გუნდში გაუქმდეს. მიზეზი დიეგო მარადონას გარდაცვალებაა და პორტუგალიელის აზრით, ლეგენდარულ არგენტინელისთვის პატივის მისაგებად ეს საუკეთესო გზა იქნება.

„ეს ნამდვილად ცუდი ამბავია, ისევე როგორც დირექტორთა საბჭოს წევრის გარდაცვალება („პორტუს“ - რედ), ჩემთვის ის ძალიან მნიშვენლოვანი იყო, რადგან პირველი ადამიანი გახლდათ, ვინც მწვრთნელთა სამყაროში კარი გამიხსნა.

მარადონას ამბავი რთულად გასათავისებელია. მინდა, ფიფას ვთხოვო, რომ ყველა ტურნირზე 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღოს, ყველა გუნდში. ეს საუკეთესო ნაბიჯი იქნება პატივის მისაგებად, რომელიც შეგვიძლია. ფეხბურთის სამყაროსთვის მარადონა წარმოუდგენელი დანაკარგია“, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, ბუენოს აირესის პროვინციის ქალაქ ტიგრეში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11691