ფეხბურთი

22:49 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, დიეგო მარადიულია!"

დიეგო მარადონას გარდაცვალებას სამძიმრის წერილით ლიონელ მესი გამოეხმაურა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე პოსტი განათავსა.

„ძალიან სამწუხარო დღეა ყველა არგენტინელისა და ფეხბურთისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო მარადიულია. მე ვინახავ მასთან ერთად გატარებულ ყველა ლამაზ მოგონებას. ვისარგებლებ შემთხვევით და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს“, - დაწერა მესიმ.

შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონა დღეს არგენტინის ქალაქ ტიგრეში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119715