ფეხბურთი

21:37 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პელე მარადონას შესახებ: "ერთ დღეს ფეხბურთს ზეცაში ვითამაშებთ"

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებამ საფეხბურთო და ზოგადად, სამყარო დაამწუხრა. ბუნებრივია, ამ ამბავს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, პელესგან, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ბრაზილიელმა ლეგენდამ დიეგოს გარდაცვალების შესახებ დაწერა:

„ძალიან სამწუხარო ამბავია. მე დიდი მეგობარი, სამყარომ კი ლეგენდა დაკარგა. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა ღმერთმა გამძლეობა მისცეს მისი ოჯახის წევრებს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ზეცაში ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ“, - დაწერა პელემ.

დიეგო არმანდო მარადონასა და პელეს გზები მუდამ იკვეთებოდა. ისინი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორ უდიდეს ფიგურად არიან მიჩნეულნი და ყოველთვის არსებობს, არსებობს და იარსებებს კითხვა - პელე თუ მარადონა?..

შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა დღეს საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. არგენტინელი ლეგენის სიცოცხლე 60 წლის ასაკში დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114693