ფეხბურთი

19:40 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის და მწვრთნელის პრიზის ნომინანტთა სია ცნობილია

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ (FIFA) 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 10 კანდიდატი დაასახელა. ფიფა სამ ფინალისტს 11 დეკემბერს დაასახელებს, რომელსაც გულშემატკივრები, მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები გამოავლენენ. დაჯილდოება კი 17 დეკემბერს, ციურიხში გაიმართება.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მამაკაცთა შორის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის შემდეგი მოთამაშეები იბრძოლებენ:

ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"/"ლივერპული", ესპანეთი)

კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი", პორტუგალია)

კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგია)

რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთი)

სადიო მანე ("ლივერპული", სენეგალი)

კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა)

ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)

სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი)

მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული", ეგვიპტე)

ვირჯილ ვან დეიკი ("ლივერპული", ნიდერლანდები).

საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს:

მარსელო ბიელსა ("ლიდს იუნაიტედი", ინგლისი)

ჰანს-დიტერ ფლიკი ("ბაიერნი", გერმანია)

იურგენ კლოპი ("ლივერპული", ინგლისი)

ხულენ ლოპეტეგი ("სევილია", ესპანეთი)

ზინედინ ზიდანი ("რეალი", ესპანეთი)

მარსელო ბიელსამ "ლიდს იუნაიტედი" პრემიერლიგაში დიდხნიანი შესვენების შემდეგ გადაყვანა და მიმდინარე სეზონშიც ნორმალურად ასპარეზობს არგენტინელის გუნდი. ფლიკის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ლოპეტეგის "სევილიამ" - ევროპა ლიგა. ყველაზე ნანატრი წარმატება "ლივერპულს" ჰქონდა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი 30 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ასევე, ზინედინ ზიდანის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში შეძლო გამარჯვება.

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133952