სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

13:53 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპორტულმა ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს იური ლომაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და სპორტული ჟურნალისტები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძის შეწყალებას სთხოვენ.

შესაბამის წერილს ხელი 70-მდე სპორტულმა ჟურნალისტმა მოაწერა, განცხადება კი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ჩააბარა.

“რამდენიმე ფაქტორია, რამაც გადაგვაწყვეტინა პრეზიდენტისადმი იური ლომაძის შეწყალების თხოვნით მიმართვა. პირველი ისაა, რომ ვინც იური ლომაძეს იცნობს, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ბიჭი ნამდვილად არ არის კრიმინალი. იგი არის ძალიან წესიერი, ზრდილობიანი, მიზანდასახული და კარგი ადამიანი. თვითონ ის ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა, შეიძლება იურიდიული საზომებით დასჯადია, მაგრამ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მორალური მხარე. იური ლომაძე იცავდა, ოჯახის წევრი, მანდილოსნის ღირსებას. თუმცა, თავისი ემოციურობიდან გამომდინარე, ცოტა ზედმეტი მოუვიდა, რაც შემდეგ მოინანია კიდეც.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ამ ქმედებას რეალური, თუნდაც რამე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო მატერიალური ზიანი არავისთვის მიუყენებია და ესეც აუცილებლად გასათვალისიწინებელია. მესამე და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტულობით და შემწყნარებლობით და ადამიანებს, რომლებსაც შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, ყოველთვის აძლევდა შანსს და თუ ეს ხდებოდა შუა საუკუნეებში და ამისი არაერთი და მრავალი მაგალითი გვაქვს, 21-ე საუკუნეში, მითუმეტეს, ჩვენ საზოგადოებამ უნდა კარგად გავაცნობიეროთ, რომ ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც იური ლომაძეა, შანსის მიცემა და რეაბილიტირების უფლების მიცემა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

მოდით, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ეს სპორტსმენი არის ძალიან პერსპექტიული, უკვე ევროპის ვიცე ჩემპიონი, გამორჩეული საჭიდაო ტექნიკის მქონე და მისი სახით, საქართველოს ძალიან კარგი სპორტსმენი ჰყავს, რომელსაც არაერთხელ შეუძლია თავისი მიზანდასახულობის და შრომის ხარზე საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ასწიოს, თვით უმაღლეს სპორტულ ფორუმებზეც კი. ეს კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ამას გარდა, ვიტყოდი, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, ბოლო ორი წელია ქვეყანაში მიმდინარეობს კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ, და ჩვენ, ასოციაცია, მზად ვართ, ამ ბიჭს არამხოლოდ თავდებში დავუდგეთ და ვთხოვოთ პრეზიდენტს მისი შეწყალება, არამედ იმისთვისაც, რომ იური ლომაძე ამ მოძრაობაში აქტიურად ჩავრთოთ და იგი გახდეს ამ კამპანიის ერთ-ერთი ელჩი. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ჩვენს არგუმენტებს შეისმენს, საქმეს კარგად გაეცნობა და დაინახავს, რომ აუცილებელია ამ სპორტსმენის რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნება”, – განაცხადა მიხეილ აბაიშვილმა.

“სპორტული ჟურნალისტები იური ლომაძის დასახმარებლად გავერთიანდით და ეს ძალიან მახარებს. ჟურნალისტთა ჯგუფში იდეის გამოთქმისთანავე, სპორტსმენის დახმარების სურვილი უმრავლესობამ გამოთქვა. კოლეგებს დიდი მადლობა გუნდურობისთვის. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია.

იური ლომაძე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ის ტალანტია, რომელსაც არ უნდა ვკარგავდეთ. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტული ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას გულთან ახლოს მიიტანს, უყურადღებოდ არ დატოვებს და შეიწყალებს, როგორც ამ დისკრეციული უფლების მქონე პირი და მას ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. იმედია, იურის ლამაზ ტექნიკას და ხუთ ქულიან გდებებს უახლოესი ტურნირის ხალიჩაძე კვლავ ვიხილავთ და ისიც, ჩვენს ამ ერთობას, ოლიმპიური ოქროთი დააგვირგვინებს”, – ამბობს ჟურნალისტი.

“საქართველოს პრეზიდენტს,
სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და წევრი ჟურნალისტების

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქალბატონო პრეზიდენტო,,
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 19.10.2020 დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონისა და ევროპის ვიცე ჩემპიონის, იური ლომაძის, მისი ძმისა და სამი სხვა ბრალდებულის საქმე.

სასამართლომ დღეს ბრალდებასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, იური ლომაძეს საპატიმროში 1 წლის გატარება მოუწევს, სამი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება.

იური ლომაძეს ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები წლების განმავლობაში ვიცნობთ. ვიცნობთ მის სპორტულ პრინციპებსა და ადამიანურ ღირებულებებს.

ის ტალანტია და ჩვენი ქვეყნის მომავალია. მისი დაკარგვა ქართული სპორტისა და ჭიდაობისთვის, იმაზე მეტი დანაშაულია, ვიდრე ის ბრალდებები, რომელიც მას და მის მეგობრებს წაუყენეს.

სპორტული ჟურნალისტები დარწმუნებულები ვართ, რომ იური ლომაძე კრიმინალი არ არის. ეს სამწუხარო ინციდიენტი ემოციებსაყოლილი ყმაწვილური სიფიცხით, წმინდა ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და როცა მან გააცნობიერა მომხდარი, მიხვდა თავის დიდ შეცდომას. იური ლომაძე დღემდე სინანულშია, ინანიებს მომხდარს და იმედს იტოვებს, რომ ამ შეცდომის გამოსწორებას, საზოგადოების წინაშე ბოდიშის ხმამაღლა მოხდას საჭიდაო ხალიჩაზე უმაღლესი შედეგების დაფიქსირებით და საერთაშორისო შეჯიბრებებზე საქართველოს დროშის ყველაზე მაღლა აწევით მოახერხებს. ჩვენი საზოგადოება ვალდებულია, მისცეს მას რეაბილიტირების ერთი შანსი და საბედნიეროდ, თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ შეიწყალოთ და საქართველოს სამსახურში დააბრუნოთ ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა. ქალბატონო პრეზიდენტო, გვერწმუნეთ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ამ უფლებით უნდა ისარგებლოთ და შეიწყალოთ იური ლომაძე.

2021 წლის თებერვალში ევროპის ჩემპიონატია, მარტსა და აპრილში კი ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირები. აგვისტოში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება, მოგვიანებით – მსოფლიო ჩემპიონატი. თანამედროვე სპორტის პირობებებში, 1 წლის ჩავარდნა, წარმატებული და პროგრესირებადი სპორტსმენის კარიერისთვის, შესაძლოა, საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდეს და ქართულმა სპორტმა დაკარგოს ტალანტი, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო თავად იური ლომაძემ დაკარგოს ცხოვრების მიზანი და აზრი, დაკარგოს მომავალი. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი და მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთის მხრივ, ღმერთის ნაჩუქარი ეს ტალანტი გავფლანგოთ, ხოლო მეორეს მხრივ, ერთი, თუნდაც მძიმე შეცდომის (რასაც რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო ფიზიკური ან მატერიალური ზიანი არავისთვის მოუტანია) გამო ახალგაზრდა კაცს რეაბილიტირების შანსი არ მივცეთ და მომავალი დავუნგრიოთ. უხსოვარი დროიდან საქართველო იყო ტოლერანტული, შემწყნარებლური და მიმტევებელი ქვეყანა თვით ველურ საუკუნეებშიც კი. ეხლა კი 21-ე საუკუნეა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიკეთე, შემწყნარებლობა და მიტევება, რათა სულ სხვა გამწვევებს გავუმკლავდეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს სპორტული ჟურნალისტები მოგმართავთ თხოვნით, რომ შეისწავლოთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძის საქმე, შეიწყალოთ იგი, რათა მალე შეძლოს საწვრთნელ პროცესში დაბრუნება, ფორმის აღდგენა და საქართველოს ჰიმნის აჟღერება მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ფორუმებზე, რაც დაგვეთანხმებით, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნათელი წერტილია.

სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ახალგაზრდა ტალანტის მომავალი. გთხოვთ, გულისხმიერებით მოეკიდეთ ჩვენს განცხადებას, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სპორტული ჟურნალისტები:

1. მაგდა კლდიაშვილი
2. სალომე ხარატიშვილი
3. ქეთევან ბაჭველაშვილი
4. სალომე ბალახაშვილი
5. ნინო თვალავაძე
6. მამუკა კვარაცხელია
7. მარიამ კევლიშვილი
8. გრიგოლ გურასაშვილი
9. საბა საბანაძე
10. დავით სხირტლაძე
11. ოთარ მაღლაკელიძე
12. ლევანი მათეშვილი
13. თამარი აბესაძე
14. ზურაბ უსუფაშვილი
15. სოფიკო ერქვანია
16. გიორგი მელქაძე
17. ვასილ ბალახაძე
18. ჯემალ ფარცახაშვილი
19. ლაშა წიკლაური
20. თამაზ გოგიბედაშვილი
21. ალექსანდრე ლეჟავა
22. გიორგი დემეტრაშვილი
23. გიორგი ვაშაკიძე
24. ბესი ჩიბურდანიძე
25. ელენე ბილიხოძე
26. დავით ფრანგიშვილი
27. ნათია გაბოძე
28. ნინო გაბელია
29. დავით კაპიტანოვი
30. ხატია ცარციძე
31. მიხეილ აბაიშვილი
32. დავით ერაძე
33. გიორგი ფულარიანი
34. გურანდა გურასაშვილი
35. თამარ გალუაშვილი
36. მიხეილ ჟორჟოლიანი
37. ირაკლი ალიმბარაშვილი
38. ლაშა რამაზაშვილი
39. ნანა ჩოკორაია
40. კახა ბერიძე
41. ილია ნანობაშვილი
42. ნიკოლოზ ბერაძე
43. პაატა ნაცვლიშვილი
44. ბიძინა ბარათაშვილი
45. ზურაბ თალაკვაძე
46. პაატა ძნელაძე
47. სოლომონ გულისაშვილი
48. გიორგი (ზიზუ) ჯიქია
49. ირაკლი ჯაფარიძე
50. ბესიკ ჯანგავაძე
51. კობა ინასარიძე
52. თამუნა ყულუმბეგაშვილი
53. ეკა ელოშვილი
54. დავით ხვადაგიანი
55. მარიამ მესხი
56. მერაბ ყუფარაძე
57. ამირან შაიშმელაშვილი
58. მერაბ მამულაშვილი

ასოციაციის აღმასკომი:

მიხეილ აბაიშვილი
ბიძინა ბარათაშვილი
თენგიზ გაჩეჩილაძე
ზვიად შათირიშვილი
პაატა ნაცვლიშვილი
თამარ ბალავაძე
ზურაბ თალაკვაძე
თემურ ჯაფარიძე
დემიკო ლოლაძე
ვასილ ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11598
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X