თამაშგარე

12:39 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დინ ჰანდერსონის ოჯახის საფსონო ამბები

ბრიტანელები სატოტალიზატორო-საფსონო ამბებში ერთობ უცნაური და გადარეული ხალხი რომაა - ცნობილი ამბავია. ამიტომაც, ბრიტთა კუნძულზე ძალიან ცოტას გაუკვირდა ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ახლა უკვე ინგლისის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერის, დინ ჰანდერსონის ბიძამ 12500 ევრო საკუთარი ძმისშვილის მომავალზე დაფსონებით მოიგო.

საქმე იმაშია, რომ დინი როდესაც 14 წლის იყო, მისმა ბიძამ ტოტალიზატორში 25 ევრო 5000-კოეფიციენტიანი ფსონით იმაზე დადო, რომ ეს ჯეელი აუცილებლად ითამაშებდა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებში და როდესაც ამ რამდენიმე დღის წინ, ჰანდერსონმა ინგლისელთა კარი ისლანდიის წინააღმდეგ დაიცვა, ფსონმაც გაამართლა და დინის ბიძის ჯიბეში გვარიანი თანხაც აჩხრიალდა.

ეს სატოტალიზატორო ამბები აქ არ მთავრდება. როგორც გაირკვა, დინის მომავალზე ადრე მის მშობლებსაც გაუკეთებიათ ფსონი იმაზე, რომ ბიჭი “წითელ ეშმაკებში“ ჩაირიცხებოდა და როდესაც ჰანდერსონმა “მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური მოირგო, ამან უფროს ჰანდერსონებს 2500 ევრო მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114605