ფეხბურთი

11:44 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "ჩემი გუნდი მშიერი იყო"

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. კიევის „დინამოსთან“ (4:0) მატჩის შემდეგ რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

„მიზანს მივაღწიეთ, მერვედფინალში გავედით. გუნდმა დიდი ენერგია გამოყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პირველ ტაიმში ეფექტურობა გვაკლდა, მეორეში კი ვდომინირებდით და კარგი თამაში გვქონდა. ბედნიერი ვარ, როგორც შედეგით, ისე გუნდური თამაშით.

დღეს მოცემული სურათი იყო ის, რომ ყველა ფეხბურთელი მშიერი გახლდათ. ახალგაზრდებმაც გუნდს კარგი ნიშანი მისცეს. როტაცია დასვენებას ემსახურება, მაგრამ ამავდროულად სხვებისთვის შანსის მიცემას, ისინი ამას იმსახურებენ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ 12 ქულა აქვს და ჯგუფში პირველად ადგილზეა. „ბლაუგრანას“ ლა ლიგაში ასპარეზობა უჭირს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116633