ისტორია

9:57 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

25 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942- დაიბადა რომან რურუა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი (63 კგ წონითი კატეგორია). მექსიკის დედაქალაქში ჩატარებული შვიდი ორთაბრძოლიდან ოთხში წმინდად გაიმარჯვა. ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ტურნირი ჩაატარა დაუმარცხებლად, მხოლოდ დასკვნით წრეში ფრედ დაასრულა პაექრობა უნგრელ იმრე პოიაკთან. რომან რურუა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია (1966, 1967, 1969, 1970). ექვსჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული (1963, 1964, 1965, 1967, 1969, 1970).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1953- ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ლონდონის “უემბლის” სტადიონზე პირველი შეხვედრა წააგო სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდთან (ამ ჩამონათვალში არ შედიან შოტლანდიის, ჩრდ. ირლანდიისა და უელსის ნაკრებები). ალბიონელთა უპირველეს გუნდს უნგრელებმა 6:3 მოუგეს. მადიართაგან 3 გოლი ნანდორ ჰიდეგკუტის ანგარიშზეა, 2 – ფერენც პუშკაშის, ერთი ბურთი კი ბოჟიკმა გაიტანა. შეხვედრას 100 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1959- მოსკოვის “დინამოს” მოთამაშეებით გაძლიერებულმა თბილისის “დინამომ” პარიზში ადგილობრივ “რესინგს” 6:2 მოუგო. “დინამოელთაგან” გოლები ზაურ კალოევმა (3), შოთა იამანიძემ, მიხეილ მესხმა და შაპოვალოვმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, კესარევი, თორაძე, ჩოხელი, ცარიოვი, ზეინკლიშვილი, ღოღობერიძე, შაპოვალოვი, იამანიძე, კალოევი, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1961- ბობ კოუსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც NBA-ს მატჩებში 15 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა.

1975- ჰოლანდიამ სურინამის სახელმწიფო დამოუკიდებლობა სცნო. ამის მიუხედავად, მასთან საფეხბურთო კონტაქტი არ გაუწყვეტია. ამის ნათელი დადასტურება “ნარინჯისფერთა” ნაკრებში რუუდ გულიტის თამაში გახლავთ.

1977- ტომას ჰარნსმა პროფესიონალურ რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-2-ე რაუნდში ჯერომ ჰილი ნოკაუტით დაამარცხა.

1980- შუგარ რეი ლეონარდმა საშუალო წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, დიურანი დაამარცხა და ჭBჩ ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1983- ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მარვის ფრეიზერი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1987- თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში, ბრემენში “ვერდერთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, ცვეიბა, რევიშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, კორღალიძე, გურული (ქეცბაია), შენგელია. გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

2006- საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის განმეორებით მატჩში, პორტუგალიის გუნდთან ფრედ 11:11 ითამაშა და ზედიზედ მეორედ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში არგენტინასთან, საფრანგეთთან, ირლანდიასა და ნამიბიასთან მოხვდა.

2006- ფუკუოკაში გამართულ ნოემბრის ბაშოზე, იოკოძუნა ასაშორიუმ ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტული ტურნირის დასრულებამდე დაისაკუთრა. ამავე ტურნირზე, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ, 11 წაგების შემდეგ, მესამე პაექრობა მოიგო. ლევან ცაგურიამ მეორე მაეგაშირა ფუტენოს სძლია.

2006- არაღიარებულ სახელმწიფოთა საფეხბურთო ტურნირის ფინალში ჩრდილოეთ კვიპროსმა ყირიმს (უკრაინა) 3:1 მოუგო. მათ გარდა შეჯიბრებაში ტიბეტი (ჩინეთი), გრენლანდია (დანია), ზანზიბარი (ტანზანია), გაგაუზია (მოლდოვა), აგრეთვე ფიფას წევრები ყირგიზეთი და ტაჯიკეთი მონაწილეობდნენ.

2007- ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი, ვალტერ ძენგა ბუქარესტის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს.

2007- კიუსიუს ბაშოზე, იოკოძუნა ჰაკუჰომ “იმპერატორის თასი” მეხუთედ დაისაკუთრა. მან ტურნირი 12 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა. ამავე შეჯიბრების ბოლო დღეს, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ მეხუთე მაეგაშირა ტაკეკაძე დაამარცხა.

2008- გერმანიის ქალაქ დრეზდენში ჩატარებულ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადზე ქალთა შორის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა.

2009- სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირის სუდამერიკანას თასის ფინალის პირველ მატჩში ეკვადორის კიტოს ლდუ-მ ბრაზილიურ “ფლუმინენსეს” 5:1 მოუგო.

2012- “ბარსელონამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XIII ტურში “ლევანტე” 4:0 დაამარცხა და მადრიდის “რეალის” სარეკორდო მიღწევა გაიმეორა, რომელსაც 1991/1992 წლებში პრიმერას ისტორიაში საუკეთესო სტარტი ჰქონდა. ისევე, როგორც 12 წლის წინ “სამეფო კლუბმა”, კატალონიელებმა ჩემპიონატის სტარტზე 12 თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

2013- ზაზა ფაჩულიამ ნბა-ში 700-ე მატჩი ჩაატარა. “მილუოკი”-“დეტროიტი” 94:113. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებული 17:25 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ამ დღეს დაიბადნენ

1903- უილიამ დეჰარტ ჰაბარდი. ამერიკელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1924 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1908- ედუარდ ნეგრებეცკი. გასული საუკუნის 30-40-იანი წლების საუკეთესო საბჭოთა ჩოგბურთელი. 1954-60 წლებში საკავშირო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

1914- ჯო ჯიმაჯიო. ცნობილი ამერიკელი ბეისბოლისტი. მერილინ მონროს მეორე ქმარი. მონროს გარდაცვალების შემდეგ ოცი წლის განმავლობაში ყოველდღიურად საფლავზე ორ წითელ ვარდს აგზავნიდა.

1936- გურამ მინაშვილი. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. 1962 წელს თბილისის “დინამოს” რიგებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963). 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. ითამაშა რვა მატჩში, გააკეთა 20 ქულა. ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. 1963 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1959 წელს ნაკრებთან ერთად გავიდა მეექვსე ადგილზე, მაგრამ საკავშირო გუნდი ფაქტობრივად პირველი იყო, ვინაიდან უარი თქვა ტაივანთან თამაშზე. არადა, მოედანზე გასვლის და წაგების შემთხვევაშიც კი პირველობას მოიპოვებდა. 1957 წელს, ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ვერცხლის მედალოსანი.

1942- რომან რურუა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი (63 კგ წონითი კატეგორია). მექსიკის დედაქალაქში ჩატარებული შვიდი ორთაბრძოლიდან ოთხში წმინდად გაიმარჯვა. ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ტურნირი ჩაატარა დაუმარცხებლად, მხოლოდ დასკვნით წრეში ფრედ დაასრულა პაექრობა უნგრელ იმრე პოიაკთან. რომან რურუა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია (1966, 1967, 1969, 1970)- ექვსჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული (1963, 1964, 1965, 1967, 1969, 1970).

1951- ჯონი რეპი. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების რიგებში ზედიზედ 2 მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა ფინალში (1974, 1978). ჰოლანდია ორივეჯერ მუნდიალის მასპინძელთან (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, არგენტინა) დამარცხდა. ამსტერდამის “აიაქსთან” ერთად რეპს მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი, ჰოლანდიის ჩემპიონობა და თასი.

1959- ალექსანდრ ბელოსტენი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის “სტროიტელისა” და მოსკოვის ცსკას მეფარე (216 სმ). 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1982 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1964- ვენდი ვილანდი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1984 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1969- ენტონი პილერი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის”, “ვანკუვერ გრიზლისა” და “ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი (193 სმ).

1973- ერიკ სტრიკლენდი. “დალას მავერიკსისა” და “მილუოკი ბაქზის” გამთამაშებელი (190 სმ).

1978- მარინ ბაზდარიჩი. ხორვატიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსროლელი (193 სმ). ოლიმპიადის მონაწილე.

1981- რუსლან პიმენოვი. რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1986- კრეიგ რიჩარდსი. ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2005- 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი ჯორჯ ბესტი.

0.110551