სხვა

4:19 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრილიანტის ლიგამ 2021 წლის კალენდარი გამოაქვეყნა

მძლეოსნობის ბრილიანტის ლიგამ მომავალი სეზონის წინასწარი კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც 14 ტურნირია შეტანილი. ის მოროკოს დედაქალაქ რაბათში, მაისში იწყება და შვეიცარიის ციურიხში, სექტემბერში დასრულდება.

რაბათიდან მძლეოსანთა ქარავანი დოჰაში, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში გაემგზავრება, რის შემდეგაც, ევროპაში გადაინაცვლებს, სადაც პირველად რომს ეწვევა.

ბრილიანტის ლიგას ერთთვიანი პაუზა, ტოკიოს ოლიმპიადის დროს ექნება, რის შემდეგაც შანჰაის ეწვევა. აშშ-ის ქალაქი იუჯინი ბრილიანტის ლიგას პირველად უმასპინძლებს, რის შემდეგაც ჩინეთში მეორე ეტაპი (მასპინძელი ქალაქი ჯერჯერობით უცნობია) გაიმართება.

ფინალური ეტაპები ისევ ევროპაშია. კალენდარი ჯერჯერობით წინასწარია. მასში ცვლილების გამოწვევა, პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიას შეუძლია. სწორედ მის გამო, წელს რამდენიმე ეტაპი გაუქმდა, რამდენიმე კი უჩვეულო ფორმატით ჩატარდა.

ბრილიანტის ლიგის 2021 წლის კალენდარი

რაბათი (მოროკო) – 23 მაისი

დოჰა (ყატარი) – 28 მაისი

რომი (იტალია) – 4 ივნისი

ოსლო (ნორვეგია) – 10 ივნისი

სტოკჰოლმი (შვედეთი) – 4 ივლისი

მონაკო (მონაკო) – 9 ივლისი

ლონდონი (ბრიტანეთი) – 13 ივლისი

შანჰაი (ჩინეთი) – 14 აგვისტო

იუჯინი (აშშ) – 21 აგვისტო

ჩინეთი - 22 აგვისტო

ლოზანა (შვეიცარია) – 26 აგვისტო

პარიზი (საფრანგეთი) – 28 აგვისტო

ბრიუსელი (ბელგია) – 3 სექტემბერი

ციურიხი (შვეიცარია) - 8-9 სექტემბერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115285