სხვა

3:08 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადისთვის საუკეთესო სცენარი სავსე ტრიბუნებია

ტოკიოს გუბერნატორი იურიკო კოიკე ამბობს, რომ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშებისთვის საუკეთესო სცენარი ის იქნება, თუ ტრიბუნები მაყურებლით იქნება სავსე. ეს არის თამაშების ორგანიზატორთა საოცნებო ვარიანტი. ამჟამად ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ოლიმპიადის მონაწილეებისთვის, გუნდებისთვის და ჟურნლისტებისთვის, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ.

ბევრ ქვეყანაში, კორონვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად არის გაზრდილი. ოლიმპიადის ორგანიზატორები ფიქრობენ, სპორტული ფორუმის დროს, მაყურებელი დაუშვან თუ არა. და თუ დაუშვებენ, რა რაოდენობით. დაგეგმვისას, ისინი იმ ვარიანტსაც ითვალისწინებენ, რომ ვაქცინის მეშვეობით, რისკის შემცირება გახდება შესაძლებელი.

„საუკეთესო სცენარის შესაბამისად, ყველა ქვეყნის ათლეტები აქ უსაფრთხოდ და მშვიდად იქნებიან და ოლიმპიადა, ისევე როგორც წინა წლებში, კვლავ მაყურებლით სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება“, - ამბობს კოიკე.

ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მაყურებელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას გაზაფხულამდე მიიღებენ. ცნობისათვის, იაპონია მეტნაკლებად ახერხებს პანდემიის შეკავებას. მაგალითად ტოკიოში, სადაც არაერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წინ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულ 500-ს ასცდა.

კოიკე იაპონიის პრემიერ მინისტრ იოშიჰიდე სუგას შეხვდა, რომელთანაც იაპონიაში მგზავრობის ასპექტები განიხილა. პანდემიის გამო, ქვეყანა გარე ტურისტებისთვის პრაქტიკულად ჩაკეტილია. მაგრამ ოლიმპიადის წინ, ეს სიტუაცია შეიცვლება. და ეკონომიკა ამისთვის მზად უნდა იყოს. ამას კი მთავრობისგან ხელშეწყობა და სტიმულირება დასჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118188