ფეხბურთი

22:14 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "მესი საკონდიტრო მზარეულივით თამაშობს"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესი გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, მესი კმაყოფილი არ არის და უბრალოდ ცუდად თამაშობს.

„არ მომწონს მისი თამაშები, ცუდად თამაშობს. ის და გრიზმანი საკონდიტრო მზარეულებივით თამაშობენ. მესი შექმნილი ვითარებით უმაყოფილოა, არ არის ის, ვისაც ვიცნობდით. გრიზმანთან აქვს პრობლემები... ნათელია, რომ უმაყურებლო სტადიონი მას არ ეხმარება“, - თქვა ვან ბასტენმა.

შეგახსენებეთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მან მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა, აქედან 5 პენალტით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118481