კალათბურთი

19:04 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას რეიტინგი: 6 ადგილით პროგრესი, რუსეთისა და სლოვენიაზე წინ!

ფიბამ საკალათბურთო ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა და6 ადგილით წინ წაიწია.

ილიას ზუროსის გუნდი მე-18 ადგილიდან მე-12 პოზიციაზე აღზევდა და ისეთ გუნდებს უსწრებს, როგორებიც რუსეთის, სლოვენიის, თურქეთისა და ფინეთის ნაკრებებია. მსოფლიო რეიტინგში კი ამჟამად 36-ე ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 28 ნოემბერს ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში, რომელიც ჩვენთვის ფორმალობაა, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალური ეტაპის საგზური მოპოვებული გვაქვს, 28 ნოემბერს, ფინეთს დაუპირისპირდება, ორი დღის შემდეგ კი შვეიცარიას შეხვდება.

აქვე საუკეთესო ოცეულის შესახებ:

1. საბერძნეთი

2. საფრანგეთი

3. ესპანეთი

4. ლიეტუვა

5. იტალია

6. სერბეთი

7. გერმანია

8. ჩეხეთი

9. ბელგია

10. ხორვატია

11. ისრაელი

12. საქართველო

13. რუსეთი

14. სლოვენია

15. პოლონეთი

16. უნგრეთი

17. ფინეთი

18. თურქეთი

19. ესტონეთი

20. მონტენეგრო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105942