ფეხბურთი

12:25 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „ვიღებ კრიტიკას, რადგან ახლა საუკეთესო გრიზმანს ვერ ხედავთ“

„ბარსელონას“ ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის მიმართ ბოლო დროს გახშირებული კრიტიკა სამართლიანია.

„ვიღებ კრიტიკას, რადგან ახლა საუკეთესო გრიზმანს ვერ ხედავთ. ბოლო წელიწადნახევარში კლუბში სამი მწვრთნელი შეიცვალა და ადვილი არ არის უცებ მათ მოთხოვნებს მოერგო. დროა საჭირო რათა მათ სქმებსა და ახალ პარტნიორებს შევეგუო. წარმატებული იყო თუ არა ჩემი ტრანსფერი, ამას მომავალი გვიჩვენებს.“- განაცხადა გრიზმანმა ტელეარხ Movistar-ის პირდაპირ ეთერში.

შეგახსებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა.

0.117047