ფეხბურთი

22:55 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში სტადიონებზე მაყურებლების ნაწილობრივ დაბრუნება იგეგმება

ინგლისში სტადიონებზე მაყურებლების დაბრუნება იგეგმება. ნაწილობრივ, მაგრამ მაინც. Daily Mail-ის ცნობით, 2 დეკემბრიდან 4 ათასამდე გულშემატკივრის თამაშებზე დაშვება ნებადართული იქნება.

დაბალი რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში ღიაცის ქვეშ სტადიონებზე 4 ათასამდე მაყურებლის დაშვება ნებადართული გახდება. საშუალო რისკის ზონაში 2 ათასამდე ქომაგი შეძლებს სტადიონზე მისვლას, ხოლო მაღალი რისკის ზონებში სტადიონებზე მაყურებელებს ისევ არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, ინგლისში კორონავირუსის პადემიის გამო საფეხბურთო მატჩები ივნისიდან მოყოლებული უმაყურებლოდ მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11567