ფეხბურთი

21:57 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავას გულმკერდის არეში კონტუზია აქვს

საქართველოს ნაკრების მცველმაგია გრიგალავამ ტრავმა მიიღო. რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ტულას „არსენალის“ ქართველმა კაპიტანმა მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 31 წლის ფეხბურთელი პირველივე ტაიმში შეცვალეს.

მან გულმკერდის არეში მეტოქესთან შეჯახებისას მტკივნეული დარტყმა მიიღო და თამაში ვეღარ განაგრძო. გიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, ის მძიმე ტრავმას გადაურჩა.

როგორც ტულას „არსენალის“ ვებგვერდი იტყობინება, სამედიცინო ტესტის შედეგად გაირკვა, რომ გრიგალავას გულმკერდის არეში კონტუზია აქვს, მაგრამ ძვლისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გრიგალავამ „არსენალის“ რიგებში რუსეთის ჩემპიონატში 9 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112054