ფეხბურთი

20:40 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლანჩხუთის" ოთხი სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე

ხვალ, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება და „ლანჩხუთის“ მეტოქე გახდება ცნობილი.

წილისყრის წინ უეფამ ყველა გუნდი ცალ-ცალკე ჯგუფებად დაჰყო, შედეგად, გიორგი ჩხაიძის გუნდის სავარაუდო მეტოქეების სია ცნობილია, რომელშიც ოთხი გუნდი შედის:

„ბიიკ-კაზიგურტი“ (ყაზახეთი), „ვოლფსბურგი“ (გერმანია), „კვინერი“ (ნორვეგია), „როსენგარდი“ (შვედეთი)

შეგახსენებთ, „ლანჩხუთმა“ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა. 1/16-ფინალის ორრაუნდიანი მატჩები 8-9 და 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125932