ფეხბურთი

20:05 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "არ ვარ დარწმუნებული, რომ სეზონს 11 ფეხბურთელით დავასრულებთ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გადატვირთული კალენდრით უკმაყოფილოა და ამაში ტელევიზიებს ადანაშაულებს. როგორც გერმანელმა განაცხადა, ასეთ დროს ტრავმების რისკი ძალიან დიდია და შეიძლება სეზონის დასრულება 11 ჯანმრთელი ფეხბურთელით ვერ მოახერხონ.

„როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ, მე მოლოდ ჩვენზე არ ვლაპარაკობ, არამედ ყველას ეხება. Sky და BT Sport-ი უნდა შეთანხმდნენ, რადგან ოთხშაბათს თუ ვითამაშებთ და შემდეგ შაბათს 12:30 საათზე მოგვიწევს თამაში, არ ვიცი დავასრულებთ თუ არა სეზონს 11 ფეხბურთელით.

ვიცი, რომ თქვენ ეს არ გაინტერესებთ და პრობლემა აქედან იწყება. დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ და არაფერი ხდება. არ ვსაუბრობ მხოლოდ „ლივერპულის“ სახელით, ყველას სახელით. გუშინ პიკემ მუხლზე სერიოზული ტრავმა მიღო, დღეს საკამ, რომელმაც ინგლისის ნაკრებში სამივე თამაში ჩაატარა. ხალხი გვეუბნება, რომ როტაცია უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვისთან? ჩვენ შეტევაში რამდენიმე არჩევანი გვაქვს, მაგრამ სხვები ბავშები არიან. ეს უდიდესი პრობლემაა და ეს მხოლოდ ტელევიზიებზეა დამოკიდებული. ოთხშაბათს „ატალანტასთან“ ვთამაშობთ, შემდეგ შაბათს 12:30 საათზე „ბრაიტონთან“ და ვფიქრობ, რომ მათ ქულები დავუთმოთ“, - თქვა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108789