ფეხბურთი

16:42 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი კიევის "დინამოსთან" არ ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში კიევის „დინამოსთან“ არ ითამაშებს. არგენტინელი ფეხბურთელი რონალდ კუმანმა განაცხადში არ შეიყვანა.

ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი მესის დაასვენებს გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. განაცხადში არც ფრენკი დე იონგი იმყოფება. კუმანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მესი და დე იონგი განაცხადში დასვენების მიზნით არ არიან.

ტრავმების გამო ესპანელებს სერხი რობერტო, რონალდ არაუხო, სამუელ უმტიტი და ჟერარ პიკეც ვერ დაეხმარებიან. ამრიგად, „ბარსა“ კიევში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს.

თუმცა, „ბარსელონას“ სამ ტურში 9 ქულა აქვს მოპოვებული და „დინამოსთან“ დაპირისპირებას მისთვის სატურნირო თვალსაზრისით დიდი დატვირთვა არ გააჩნია.

0.116454