ფეხბურთი

15:32 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულმა“ მორიგი რეკორდი დაამყარა. იურგენ კლოპის გუნდმა მე-9 ტურის შეხვედრა შინ „ლესტერთან“ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ამ დაპირისპირებაში გამარჯვება „წითლებისთვის“ ზედიზედ სახლში წაუგებელი 64-ე შეხვედრა გამოდგა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ 64 მატჩიდან მოქმედმა ჩემპიონმა 53 მოიგო 11 კი ფრედ დაასრულა. ამასთან 169 გოლი გაიტანა და მხოლოდ 42 გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106662