ფეხბურთი

11:05 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰმა კორონავირუსი დაამარცხა

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ეგვიპტელის ფეხბურთელის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ინფორმაცია იურგენ კლოპმაც დაადასტურა.

„მისი ტესტი უარყოფითია. ხვალ უეფას ტესტები ჩაგვიტარდება, მაგრამ მას ხვალიდან ჩვენთან ვარჯიში შეუძლია“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

სალაჰი სანაკრებო შეკრების დროს, ეგვიპტის ნაკრებში დაინფიცირდა. თუმცა გამოჯანმრთელება სწრაფად მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლივერპულს“ ბერგამოს „ატალანტასთან“ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114678