ფეხბურთი

0:16 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელიას სიტუაცია ჩვენზე არაა დამოკიდებული"

ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი ჯერ არ დაუმარცხებია და თბილისში, იზოლაციაში რჩება. მის გარეშე კი ყაზანის „რუბინმა“ შინ „როსტოვთან“ უშანსოდ, 0:2 წააგო. ნამატჩევს ლეონიდ სლუცკის ჰკითხეს, დაუბრუნდებიან თუ არა გუნდს მომდევნო მატჩისთვის, ცსკა-სთან კოვიდინფიცირებული ფეხბურთელები - ხვიჩა კვარაცხელია, კარლ სტარფელტი და ინ ბომი.

„ეს სიტუაცია ჩვენზე არაა დამოკიდებული. როგორც კი ისინი უარყოფით ტესტებს მიიღებენ და იმ ქვეყნების ხელისუფლებები, სადაც ახლა არიან, მისცემენ გადაადგილების უფლებას, მაშინ დაგვიბრუნდებიან. ინ ბომი ავსტრიაშია, სტარფელტი შვედეთში და კვარაცხელია საქართველოში“, - აღნიშნა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია უკვე თითქმის ორი კვირაა კორონავირუსითაა ინფიცირებული. 19 წლის შემტევი ამ მიზეზით ნოემბრის უმნიშვნელოვანეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109795