ფეხბურთი

11:44 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში დაბრუნებულ გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ნაკრებიდან „სარაგოსაში“ დაბრუნებულ გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

პაპუნაშვილს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს და სახლში იზოლაციაში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას „სარაგოსას“ დანარჩენ ფეხბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ნაკრებიდან დაბრუნებისთანავე ტესტი ჩაუტარდა.

პაპუნაშვილი იზოლაციაში გამოჯანმრთელებამდე დარჩება. ქართველი ფეხბურთელი ადგილობრივი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებს და ექიმების დაკვირკვების ქვეშ იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11019