ფეხბურთი

13:59 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ჩემპიონობისთვის არ ვიბრძვით, უბრალოდ ყველა თამაშის მოგებას ვცდილობთ"

ლონდონის „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის მე-9 ტურში „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის განცხადებით, მისი გუნდი ლიდერობის მიუხედავად ჩემპიონობისთვის არ იბრძვის.

„სისიამოვნოა ცხრილის სათავეში ყოფნა, მაგრამ ხვალ შესაძლოა ისევ მეორე ადგილზე ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, ეს არ მაწუხებს, უბრალოდ კმაყოფილი ვარ გუნდის განვითარებით. ნუ ელით, რომ ერთი სეზონის შემდეგ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ახლა ამისთვის არ ვიბრძვით. უბრალოდ ვცდილობთ ყველა თამაში მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ფრეც და წაგებაც გველოდება“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემს“ 9 ტურის თავზე 20 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის ლიდერის პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11266