ფეხბურთი

13:30 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "როდესაც რაღაც არ გამოდის, მწვრთნელის ბრალია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ როდესაც რაღაც არ გამოდის, ამაში დამნაშავე მწვრთნელია.

„როდესაც რაღაც არ გამოდის, მწვრთნელის ბრალია. ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბურთის კონტროლის დროს არ შეიძლება გოლი გაუშვა. ეს უბრალოდ არ შეიძლება. პიკეს და სერხი რობერტოს ტრავმები? რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ 8 თამაშში 11 ქულა აქვს მოპოვებული და 1991 წლის შემდეგ ასეთი ცუდი სტარტი ლა ლიგაში არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110378