სხვა

5:14 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა დრესელმა მოკლე აუზში მსოფლიოს ორი რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკელმა ქალებ დრესელმა, ბუდაპეშტში გამართულ ცურვის საერთაშორისო ლიგის ფინალში, 100 მეტრზე ბატერფლაისა და 50 მეტრზე თავისუფალ სტილში, მოკლე აუზში მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა.

24 წლის დრესელმა, ბატერფლაის სტილით 100 მეტრი 47.78 წამში გაცურა და სამხრეთაფრიკელი ჩად ლე კლოსის წინა რეკორდი (48.08 წამი) გააუმჯობესა. მოგვიანებით კი, 50 მეტრზე თავისუფალში, მსოფლიო რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 0.08 წამით გააუმჯობესა. მისი ახალი რეკორდი 20.16 წამია.

„საოცარი დღეა. ჩემი შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ ჩვენ აქ გუნდური გამარჯვება გვინდა - ეს საბოლოო მიზანია“, - განაცხადა დრესელმა, ვინც ცურვაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 100 მეტრზე ბატერფლაიში ლეგენდარული თანამემამულის, მაიკლ ფელპსის რეკორდი გააუმჯობესა.

ბუდაპეშტში ტურნირი 16 ოქტომბრიდან ტარდება და ფინალში უთხი გუნდია გასული, რომელთაგან ორი ამერიკულია და ორიც - ბრიტანული. პირველ ადგილზე დრესელის ამერიკული გუნდი, „კალი კონდორსია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114976