ფეხბურთი

11:08 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 29 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე სეზონი კატასტროფულად მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ამ გუნდის ხსნა მთავარი მწვრთნელის შეცვლა სულაც არ ყოფილა, შეიძლება ითქვას, პირიქითაც.

ყოველშემთხვევაში ლა ლიგაში ასეთი ცუდი სტარტი „ბარსას“ 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია. აღნიშნულ ინფორმაციას Opta ავრცელებს.

„ბლაუგრანამ“ ლა ლიგის 8 მატჩში სულ რაღაც 11 ქულა მოიპოვა და მსგავსი დაბალი შედეგი ბოლოს 29 წლის წინ ჰქონდა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგის ბოლო ტურში მორიგი უფერული მატჩი მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099861