ფეხბურთი

23:49 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი მზადაა „ლივერპულს“ „ლესტერთან“ მატჩში დაეხმაროს

„ლივერპულისა“ და შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა, მარცხენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა კვირას, პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩში, „ლესტერის“ წინააღმდეგ თავის გუნდს დაეხმაროს.

„ახლა კარგ ფორმაში ვარ. მუხლის პრობლემები „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისას დამეწყო. შემდეგ იყო შეხვედრა შოტლანდიის ნაკრებში, სადაც 120 წუთი მომიწია მინდორზე ყოფნა. ამან, ცხადია, ჩემს მდგომარეობაზე იმოქმედა.

სლოვაკეთთან ერთა ლიგის მატჩი კი იმიტომ გამოვტოვე, რომ ტრავმა არ გამრთულებოდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სათამაშოდ მზად ვარ. ბევრი ტრავმირებული გვყავს. დაცვის ცენტრში არასოდეს მითამაშია, მაგრამ თუ მწვრთნელი მეტყვის, ამ ადგილზეც გავირჯები.“ - ციტირებს „რობოს“ სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს „ლივერპულს“ ტრავმების ეპიდემია მიეძალა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა დაცვის ცენტრში. ჩვეულებრივ, ამ ადგილზე მოთამაშე ვან დეიკი და გომესი, დაშავებულები არიან. ტრავმები აწუხებთ მათ შემცვლელ ახალგაზრდებს: რის უილიამსსა და ნათანიელ ფილიპსსაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100888