ფეხბურთი

21:51 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელში“ ვილაშ-ბოაშის დატოვება სურთ

„მარსელის“ სპორტულმა დირექტორმა, პაბლო ლონგორიამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარ მწვრთნელთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

„ძალიან მინდა ჩვენთან გააგრძელოს მუშაობა. მაქვს იდეები, პროექტები, რომელთა განხორციელებაც ერთად გვინდა. გუნდის განვითარებისთვის ის იდეალური კანდიდატია.“ - ციტირებს ლონგორიას სიტყვებს RMC Sport.

9 ტურის შემდეგ, „მარსელი“ საფრანგეთის ჩრემპიონატში 18 ქულით მეოთხე ადგილზეა. გასულ სეზონში კი ისინი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

0.115655