ფეხბურთი

20:48 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

აბრაჰამი: „ჩვენი მიზანი პირველი ადგილია“

„ჩელსის“ შემტევმა, ტემი აბრაჰამმა, პრემიერლიგის მე-9 ტურში სტუმრად „ნიუკასლის“ დამარცხების შემდეგ (0:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„სანაკრებო პაუზას ჩვენზე არ უმოქმედია. „კაჭკაჭებთან“ მატჩს მომზადებული შევხვდით და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

გვიჭირდა გატანა და ამ დროს შეიძლება ფეხბურთელებმა ყურები ჩამოყარონ, მაგრამ არ გავჩერდით და მაინც გავიმარჯვეთ. ჩემმა მეორე გოლმა კი თამაში დააწყნარა.

ასე უნდა გავაგრძელოთ. პირველი ადგილი - ეს არის ჩვენი მიზანი.“ - უთხრა 23 წლის აბრაჰამმა BBC-ს.

ჯერჯერობით, 9 თამაშის შემდეგ, 18 ქულით, „ჩელსი“ გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა, თუმცა „ლესტერს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი მაჩვენებლით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11441