ძიუდო

19:17 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილმა ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა.

90 კგ წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა საწყის ეტაპზე ისლანდიელი ეგილ ბლონდალი, პოლონელი ტომაშ შჩეპანიაკი და ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გადასასვლელი ბრძოლა ბექამ სერბ ნემანი მაიდოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელი მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ოთხივემ წააგო და ყველა მათგანი ბინჯაოს მედლისთვის იბრძვის. ღვინიაშვილმა უკვე შეძლო ამ სტადიის დაპირისპირების მოგება,ხოლო ცოტა ხანში ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117933