ფეხბურთი

11:42 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "ადაპტაციის და ექსპერიმენტების დრო დასრულდა"

„იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარის“ დაუპირისპირდება და მატჩის წინ „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კლუბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა. ახალბედა სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა სეზონი ახლა უნდა დაიწყო და ადაპტაციის პერიოდი დასრულდა.

„ჩვენთვის ფუნდამენტური მატჩია, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველია. ახლა უნდა დაივწყოთ ჩვენი სეზონი, ადაპტაციის პერიოდი დასრულებულია. აგრეთვე ექსპერიმენტებიც. ამიერიდან შობამდე (25 დეკემბრამდე, როდესაც იტალიაში შობა აღინიშნება - რედ) 10 თამაში გვაქვს და ყველა მათგანი ჩვენთვის ფინალია. ასე, რომ მსურს დღეიდან განსხვავებული, საბრძოლო სულისკვეთება ვნახო. მინდა ვნახო გუნდი, რომელსაც ნებისმიერი გზით შედეგის მიღწევა ენდომება. უნდა გვქონდეს შიმშილისგრძნობა, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები ვიყოთ, როგორც ეს „იუვეს“ ახასიათებს“, - თქვა პირლომ.

„იუვენტუსი“ სერია A-ში 7 ტურის შემდეგ 13 ქულით (3 მოგება, 4 ფრე) მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 ტურში 6 ქულა მოიპოვა. ტურინელები დღეს „კალიარის“ თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.117154