ფეხბურთი

11:07 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "საფეხბურთო ცხოვრებამ მძიმედ დაგვარტყა, რაც ვაშენეთ უცებ დაინგრა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ნოემბერში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ამ თამაშზე პირველი საჯარო კომენტარიც გააკეთა. გამოცდილი კიპერის განცხადებით, ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ და რასაც აშენებდნენ, უცებ დაინგრა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ! ძალიან ძნელია, თამაშის შემდეგ ჩვენში სიცარიელე იყო, ძალიან მძიმე დღეები მქონდა პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავიხდინეთ ჩვენი და გულშემატკივრის ოცნება!
რაც აქამდე ვაშენეთ უცებ დაინგრა! საფეხბურთო ცხოვრებამ მძიმედ დაგვარტყა, მაგრამ მთავარია ამ დარტყმას როგორ ავიტანთ და წამოვდგებით ფეხზე! მე მჯერა ჩემი გუნდის", - დაწერა ლორიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში თბილისში,წარუმატებელი მატჩები ჩაატარა. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო (0:1) წააგო და ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი დაკარგა, შემდეგ კი ერთა ლიგაზე სომხეთს (1:2) და ესტონეთს (0:0) ვერ მოუგო და B დივიზიონის საგზურის გარეშე დარჩა.

0.120054