ფეხბურთი

0:21 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით"

შოთა არველაძის "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონი ისტორიაში მე-13-ედ და ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველმა სპეციალისტმა სწორედ მეორედ მოაგებინა ტაშკენტელებს ქვეყნის ჩემპიონატი და შოთამ ამ წარმატების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ზედიზედ მეორედ - "ფახთაქორი" სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ!" - დაწერა არველაძემ.

აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძე "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლიდან მუშაობს. მას უზბეკურ გუნდთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

0.123817