ფეხბურთი

13:32 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დე იონგს ინიესტასთან, ბუსკეტსთან ან ჩემთან საერთო არაფერი აქვს"

ყატარული „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ბარსელონას“ ნახვარმცველ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. თუმცა, ლეგენდარული ესპანელი სამართლიანად არ მიიჩნევს დე იონგის ანდრეს ინიესტასთან ან ჩავისთან შედარებას.

„ვფიქრობ, რომ ის „ბარსელონაში“ ეპოქას შექმნის. დარწმუნებული ვარ, ნიდერლანდების ნაკრებშიც მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, ჯერ კიდევ ძალიან ახლაგაზრდაა. დე იონგი, დე იონგია. მას არაფერი აქვს საერთო ინიესტასთან, ბუსკეტსთან და ჩემთან. სულ სხვა ფეხბურთელია. „ბარსელონაში“ მაღალი დონის მოთხოვნებია. მიდიხარ გუნდში, სადაც მესი, გრიზმანი, პიკე, ბუსკეტსი, ტერ შტეგენია, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ადაპტაციისთვის დრო საჭიროა. აქ სხვა კულტურაა, სხვა ენაა. მეც და ინიესტასაც გაგვიჭირდა, როცა ახალგაზრდები ვიყავით.

დე იონგი უნარიანი ფეხბუთელია, რომელსაც შეუძლია ნახევარდაცვაში გუნდის თამაშის ორგანიზება. ბოლო პერიოდში ნიდერლანდების ნაკრებს ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან კარგი თაობა ჰყავთ, რომლებიც დიდ წარმატებას მიაღწევენ“, - თქვა ჩავიმ.

0.116785