სხვა

12:50 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილის ბრძოლა გაუქმდა

მერაბ დვალიშვილის ბრძოლა UFC-ში გაუქმდა. ყოველშემთხვევაში, ქართველი მებრძოლი 5 დეკემბერს ბრაზილიელ რაონი ბარსელოსს აღარ დაუპირისპირდება.

როგორც თვითონ დვალიშვილმა განაცხადა, ბრაზილიელი ნევადის ათლეტიზმის კომისიამ დაბლოკა და ახლა 29 წლის ქართველი ახალი მეტოქის მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ მას მოწინააღმდეგეს ტოპ 15-დან გამოუძებნიან.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი მანამდე კოდი სტამანს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს ბრძოლაც ჩაიშალა,სტამანის ტრავმის გამო.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული. თავიდან ორი მარცხის შემდეგ ქართველმა მებრძოლა ზედიზედ 5 გამარჯვების მოპოვება შეძლო. ბოლოს მან 15 აგვისტოს იბრძოლა და ჯო დოდსონი დაამარცხა.

0.153603