ფეხბურთი

22:00 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნავალოვსკი: "გულშემატკივრებს ბოდიშს გიხდით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრბეს ბოდიში მოუხადა. როგორც მან დაწერა, ოცნებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ მისი ასრულება ვერ მოახერხეს.

"მოგესალმებით ყველას, დასრულდა სანაკრებო შეხვედრები, სამწუხაროდ ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც ბოდიშს გიხდით, ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი ჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს", - დაწერა ნავალოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში შესანიშნავი შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ერთა ლიგის B დივიზიონში გასულიყო, მაგრამ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134654