ფეხბურთი

19:41 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კატანიას" მწვრთნელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი წაართვა და კონტრშეტევა ჩაშალა (+VIDEO)

იტალიური "კატანიას" მწვრთნელი ჯუზეპე რაფაელე სერია C-ში "ვიბონეზესთან" მატჩის მიწურულს გააძევეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ იტალიელმა მწვრთნელმა მეტოქე გუნდის კონტრშეტევა ჩაშალა.

რაფაელე მოედანზე შევიდა და "ვიბონეზეს" ფეხბურთელს, რომელიც სწრაფ კონტრშეტევას იწყებდა, ბურთი წაართვა. რა თქმა უნდა, უცნაური მომენტისა და წესის დარღვევის გამო მას წითელი ბარათი უჩვენეს. თამაში "კატანიამ", რომელიც ერთ დროს სერია A-ში ანგარიშგასაწევი ძალა იყო, 2:1 მოიგო.

თეგებიკატანია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122007