ფეხბურთი

15:52 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ მილიკს აკვირდება

„ნაპოლის“ შემტევი, არკადიუშ მილიკი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ინტერში“ გადავიდეს - გვამცნობს Tuttosport.

წყაროს მტკიცებით, ნეაპოლელებს სასწრაფოდ უნდათ 26 წლის პოლონელის გაყიდვა, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს სხვა თავდამსხმელების იმედი აქვს.

მილიკის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში არკადიუში მინდორზე ჯერ არ გამოჩენილა.

0.105478