ფეხბურთი

15:24 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა

პრემიერლიგის მე-9 ტურში, კვირას, „ლივერპული“ ლიდერ „ლესტერს“ უმასპინძლებს, თუმცა მათ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, კლუბში მისვლის დღიდან არ ჰქონია ასეთი საკადრო პრობლემები. საქმე ისე გართულდა, რომ „ლესტერთან“ მერსისაიდელებმა შეიძლება ძირითადის ცხრა (!) ფეხბურთელი ვერ ათამაშონ.

Sky Sports გვამცნობს, რომ 19 წლის მცველი, რის უილიამსი, ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა ალბანელების წინააღმდეგ. მიზეზი ბარძაყის ტრავმაა. მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ, ის კლუბის განკარგულებაში დააბრუნეს.

შეაგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ თითქმის ყველა ძირითადი მცველი (ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი) ტრავმირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110805