ფეხბურთი

12:47 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეგოლე გახდა

დორტმუნდის „ბორუსიისა“ და ნორვეგიის ნაკრების შემტევი, ერლინგ ჰოლანდი, წუხელ დასრულებული 2020-21 წლების ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ექვს ტურში 20 წლის ნორვეგიელმა 6 ბურთი გაიტანა და ერთი გოლით აჯობა ებრაელ ერან ზაჰავისა და ბელგიელ რომელუ ლუკაკუს.

ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრებში 2019 წლიდან იძახებენ. დღემდე მან ეროვნული გუნდის მაისურა 7-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

0.125483