ფეხბურთი

13:48 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალურია

ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორები კვლავ აქტუალურია. არგენტინელ თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

ინგლისური მედიის ინფორმაციით „ქალაქელებს“ კატალონიელების მძიმე ფინანსური მდგომარეობით სარგებლობა სურთ. „მანჩესტერს“ მესის შეძენა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა. ამ ტრანსფერით კი კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შენარჩუნებაზეც ფიქრობს.

მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, 33 წლის თავდამსხმელი „სიტიში“ გადასვლას სეზონის დაწყებამდეც ცდილობდა, თუმცა, კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გაწყვეტა ვერ მოახერხა.

არგენტინელმა მიმდინარე სეზონში „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 10 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.107903