ფეხბურთი

11:20 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ძალიან რთული შეკრება იყო, ვერ მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ორი წელი ვიბრძოდით"

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, ძალიან რთული შეკრება იყო და იმედგაცრუებულები არიან.

"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები. მაქსიმუმი გავაკეთეთ მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117523