ფეხბურთი

10:57 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "წინა თამაშების ემოციები ვერ გადავლახეთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ესტონეთთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, თამაში ისე არ წაუვიდათ, როგორც სურდათ და თავისი თამაშითაც უკმაყოფილო დარჩა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, გვინდოდა ძალიან მოგება, მაგრამ არ წავიდა ისე თამაში, როგორც ჩვენ გვინდოდა. ნაწყენი ვარ, რომ ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა, ემოციები, რომელიც წინა თამაშებიდან გვქონდა, ალბათ ვერ გადავლახეთ. მარტისთვის უნდა მოვემზადოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი იმედით", - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119276