ფეხბურთი

1:12 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "დავიღალე იმით, რომ "ბარსელონაში" ყველაფრის პრობლემა მე ვარ"

კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ელ პრატის აეროპორტში, როდესაც სანაკრებო შეკრებიდან ესპანეთში დაბრუნდა, ჟურნალისტებს უპასუხა.

მესის კითხვა დაუსვეს ანტუან გრიზმანის ბიძის სიტყვების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ანტუანი კლუბში ვიღაცების თავის მოსაწონად ვარჯიშობს და ამ განცხადებაში მესი იგულისხმა. ლიონელის პასუხი საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

„დავიღალე იმის გამო, რომ ყოველთვის კლუბში ყველაფრის პრობლემა მე ვარ“, - აღნიშნა არგენტინელმა და იქვე უკმაყოფილება სხვა საკითხითაც გამოთქვა: „15-საათიანი ფრენის შემდეგ მებაჟე მხვდება, რომელიც მე მელოდება. ეს სიგიჟეა“.

შეგახსენებთ, მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი განახლების თაობაზე ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ ვრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130009