სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:20 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა: საქართველო მეოთხე კალათაშია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ერთა ლიგის გათამაშება დასრულების შემდეგ ფიფამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის წილისყრისთვის თავისი წევრი ქვეყნები კალათებში გადაანაწილა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არაა, მაგრამ ფიფაამ ყველაფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებს.

სხვათა შორის, ნოემბერში კატასტროფულმა შედეგებმა მეოთხე კალათაში მოხვედრა ლამის სათუო გახადა, რადგან საქართველოს რეიტინგში ბელარუსმა და ისრაელმა გაასწრეს, თუმცა ვერ გაასწრო მაგალითად სომხეთმა, რომელმაც ერთა ლიგის B დივიზიონში აღზევება შეძლო, თუმცა მუნდიალის წილისყრაზე მეხუთე კალათაშია. შედეგად, საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში აღმოჩნდა, სადაც რეიტინგით მხოლოდ ლუქსემბურგს უსწრებს, მაგრამ ეს ფორმალობაა, მთავარია, რომ იქ მოხვდა.

ამრიგად, საქართველო მეოთხე კალათაშია და ბუნებრივია იმ კალათაში მყოფი ნაკრებები შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქე არ იქნება:

2022 წლის მუნდიალის წილისყრის წინ კალათები:

  • I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები

  • II კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

  • III კალათა: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი

  • IV კალათა: ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი

  • V კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა

  • VI კალათა: მალტა, მოლდოვა, ლიხტანშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

გეტყვით, რომ შედგება 10 ჯგუფი, 5 ჯგუფში 6 გუნდი იქნება, ხოლო 5 ჯგუფი ხუთი გუნდით დაკომპლექტდება. უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილენი (იტალია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი) აუცილებლად 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან, რადგან ორი სათამაშო ფანჯრის დროს ერთა ლიგის ოთხთა ფინალის შეხვედრები უნდა ჩაატარონ (2021 წლის 6-10 ოქტომბერს).

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მოიპოვებს. აქედან 10 საგზურს ჯგუფის პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან (ცხადია, თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან არ მოიპოვებენ მუნდიალის ან პლეი-ოფის საგზურს).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ხოლო პლეი-ოფები 2022 წლის მარტშია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117309
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X