სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

22:36 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი წაგების მიუხედავად კმაყოფილია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რაფაელ ნადალმა 2020 წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე თამაში დომინიკ თიმთან 6:7, 6:7 წააგო, თუმცა ნახევარფინალის საგზურის მოპოვების შანსი კიდევ აქვს. ესპანელმა პირველ შეხვედრაში ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა. ავსტრიელთან წაგების მიუხედავად, ნადალი მაინც კმაყოფილია.

"დომინიკმა ყველაფერი კარგად გააკეთა. ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით. ვფიქრობ, ახლა უფრო დიდი შანსი მქონდა კარგი შედეგისთვის მიმეღწია, ვიდრე ხუთი დღის წინ. მიუხედავად წაგებისა, მაინც კარგი შანსები მქონდა. " - განუცხადა ATP-ს ოფიციალურ ვებგვერდს ნადალმა.

განვლილ შეხვედრაში რაფაელ ნადალს ბევრი შეცდომა არ ჰქონია, თუმცა აშშ-ს ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი გადამწყვეტ მომენტებში დამაჯერებლად თამაშობდა და გამარჯვებაც შეძლო.

"დიდებული მატჩი იყო და პატარა დეტალებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. თიმმა კარგად იმუშავა. ვფიქრობ, დომინიკმა გასაოცარი მატჩი ჩაატარა და ასევე კარგად ვითამაშე მეც. ნეგატიურად ვერ შევაფასებ ჩემ თავს, წავაგე, მაგრამ ბევრი შანსი მქონდა როგორც პირველ ისევე მეორე სეტში.

მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა პირველი სეტის ტაი ბრეიკმა, როდესაც ნადალი თიმს 5:2 უგებდა, თუმცა ბოლოს სეტი დათმო. აღნიშნული მატჩის შემობრუნება გადამწყვეტი აღმოჩნდა ავსტრიელისთვის. მეორე სეტში მეშვიდე გეიმზე თიმი დაბრეიკდა, თუმცა მალევე უკუბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო.

"ვფიქრობ, მატჩის განმავლობაში ყველაფერი კარგად გავაკეთე. ნეგატიური მხოლოდ ის იყო, რომ მნიშვნელოვანი ქულები ვერ ავიღე და ამან ანგარიშზე გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, წაგებით ვწუხვარ, თუმცა ამავდროულად დომინიკის დიდებული თამაშით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, შანსი მომეცემა. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანს ვინარჩუნებ." - აღნიშნა ნადალმა.

ერთი მოგება და ერთი წაგება - ასეთია ნადალის შედეგი ორი მატჩის შემდეგ. გადამწყვეტ მატჩში ესპანელი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელსაც მსგავსი შედეგი აქვს. მსოფლიოს მეორე ნომერი დარწმუნებულია, რომ თავის თავს კარგად წარმოაჩენს შემდეგ შეხვედრაში და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მიეცემა.

"არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ თუ ჩემი თამაშის ჩვენების საშუალება მომეცემა ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შემიძლია ნებისმიერ საფარზე. შემაჯამებელი ტურნირი არასდროს მომიგია და ეს რეალური ფაქტია, ასე რომ წაგებაც პრობლემა არ იქნება. ვიცი, წარმატების მისაღწევად საუკეთესოდ უნდა ვითამაშო."

რაფაელ ნადალის და სტეფანოს ციციპასის გადამწყვეტი შეხვედრა 20 ნოემბერს 00:00 საათზე დაიწყება. ციციპასი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10738
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X