ფეხბურთი

12:16 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი "დორტმუნდიდან" შეცდომით გაგზავნილი მესიჯისთვის გაუთავისუფლებიათ

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა France Football-თან საუბარში განაცხადა, რომ „დორტმუნდიდან“ შეცდომით გაგზავნილი მესიჯის გამო გაათავისუფლეს.

როგორც აღმოჩნდა, ტუხელმა „ბორუსიას“ სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკს მოკლეტექსტური შეტყობინება ტელეფონზე გაუგზავნა, რომელშიც თვითონ ცორკს აკრიიტკებდა. სინადვილეში გერმანელ სპეციალისტს მესიჯი თავისი მენეჯერისთვის, ოლაფ მეინკინგისთვის უნდა გაეგზავნა, მაგრამ შეეშალა და ცორკს მიწერა.

ამ მომენტიდან რამდენიმე დღეში, 2017 წლის მაისის ბოლოს ტუხელს გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს და მხარების გზები გაიყო.

აღსანიშნავია, რომ ტომას ტუხელს არც პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან აქვს იდეალური ურთიერთობა და ბრაზილიელი მის შემცვლელსაც აქტიურად ეძებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111804