კალათბურთი

1:12 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 10 ქულა "გალათასარაისთან"

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა გუნდმა მესამე ტურში სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 85:72 სძლია.

პირველივე ტაიმში „იბეროსტარ ტენერიფემ“ 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე შერმადინი დიდად არ დატვირთეს.

ქართველმა ცენტრმა 22:36 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, მან 8-დან 4 ორქულიანი (50%) და 2-დან 2 საჯარიმო (100%) ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 2 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, მომდევნო ტურში კი 15 დეკემბერს, ისევ „გალათასარაის“ დაუპირისპირდება, ოღონდ თურქეთში.

0.141704