ფეხბურთი

13:50 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა წიგნის კლუბი გახსნა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა. მარკუს რაშფორდმა, წიგნის კლუბი გახსნა, რათა ბავშვებს კითხვისადმი მეტი სიყვარული გაუღვივოს - გვამცნობს Sky News.

რაშფორდმა ეს საქმე Macmillan Children's Books (MCB)-სთან ერთად წამოიწყო, რომლის მიზანიც ნებისმიერი სოციალური ფენის ბავშვებისთვის წიგნების ხელმისაწვდომობა და განათლების ამაღლებაა.

„მანჩესტერის“ შემტევი გამოტყდა, რომ თავის დროზე გაცილებით მეტი წიგნის წაკითხვა სურდა, მაგრამ მისი ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი საკვები პროდუქტების საყიდლად იხარჯებოდა.

MCB- წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პირველ რიგში, წიგნებს ისეთ ოჯახებს მიუტანენ, რომლებსაც შეძენის საშუალება არ გააჩნიათ.

მანამდე რაშფორდმა ქვეყნის მთავრობა დაარწმუნა პანდემიის პირობებში სკოლებში უფასო კვება შემოეღოთ. ამისათვის ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131617