ფეხბურთი

13:20 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი „მილანში,“ შესაძლოა, 2022 წლამდე დარჩეს

39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს და 2022 წლამდე დარჩეს. „როსონერის“ ხელმძღვანელობა ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

წყაროს მტკიცებით, ზლატანი იმედოვნებს, რომ „მილანი“ მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს და ძალიან უნდა გუნდთან ერთად ევროპული ფეხბურთის მთავარ საკლუბო ტურნირში მიიღოს მონაწილეწობა. კონტრაქტის დასრულებისას ის თითქმის 41 წლის იქნება.

7 ტურის შემდეგ 17 ქულით, „მილანი“ სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა. შვედმა კი 5 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119542